პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები გაერო-ს წარმომადგენლობას მხარდაჭერას სთხოვენ

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები გაერო-ს წარმომადგენლობას მხარდაჭერას სთხოვენ

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობას მიმართავენ და მხარდაჭერას სთხოვენ.

ამასთან დაკავშირებით პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები დღეს გაერო-ს წარმომადგენლობასთან შეიკრიბნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ლევან ჩაჩუამ განუცხადა, პოლიტპატიმრების რეაბილიტაციის პროცესი დღემდე არ დაწყებულა.

"სამწუხაროდ დღემდე არ მომხდარა ჩვენს წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით გამოტანილი უკანონო განაჩენების გადახედვის პროცესის დაწყება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ გაერო-ს თხოვნით, გაითვალისწინონ პოლიტპატიმართა სამართლიანი მოთხოვნები და თანადგომა-მხარდაჭერა გამოგვიცხადონ ჩვენი უფლებების რეალიზაციაში",-აცხადებს ჩაჩუა.

მისივე თქმით, "გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის" დასკვნაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს უკანონო დაკავებების, წამების და არაადამიანური მოპყობის, ქონების დაზიანებისა და ჩამორთმევის ფაქტების დამოუკიდებლად და ობიექტურად გამოძიება. დაზარალებულებს კი სათანადო დახმარება გაეწიოთ.

როგორც ჩაჩუა აცხადებს, ხელისუფლება გაეროს ამ დასკვნას არ ითვალოისწინებს, როს გამოც პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები დახმარებას ხელისუფლებაზე რეაგირების მოსახდენად გაეროს მიმართავენ.