სპორტის სამინისტროსთან სამართალდამცავებმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

სპორტის სამინისტროსთან სამართალდამცავებმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან სამართალდამცავებმა უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ამ წუთებში სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის მცირე შელაპარაკებას აქვს ადგილი.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტები და ოპერატორები ჯერ შენობის კიბეებიდან ჩაიყვანეს, ახლა კი გვერდით გასვლას სთხოვენ.

პოლიციელები ჟურნალისტებს ახსენებენ, რომ პოლიციელებს უნდა დაემორჩილონ. ჟურნალისტები სამართალდამცავების გარემოცვაში იმყოფებიან, შენობის შესასვლელში კი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს კორიდორი აქვთ გაკეთებული. სავარაუდოდ, არსებული მდგომარეობა შენობიდან ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის მოსალოდნელ გამოსვლას უკავშირდება.