ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება

ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება

როგორც პრეზიდიუმის სხდომის დასრულების შემდეგ ოლიმპიურმა ჩემპიონმა რომან რურუამ განაცხადა, თანამდებობაზე რჩებიან ის მწვრთნელებიც, რომელთა გათავისუფლებასაც ლუკა კურტანიძე აპირებდა.

როგორც რურუამ განაცხადა, უნდა შეისწავლონ საკითხი და ამის შემდეგ სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ერთი თვის განმავლობაში შესწავლილ უნდა იქნას ყველა ის საკითხი, რომელიც ჭიდაობის ფედერაციას აწუხებს. წარმოადგინონ ის პრეზიდიუმის სხდომაზე. ეს საკითხები განიხილება და სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შემდეგ კი მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვინ გავუშვათ და ვინ არა. ამ ეტაპზე კი ყველა თავის ადგილზე რჩება“, - განაცხადა რურუამ.

შეგახსენებთ, რომ ლუკა კურტანიძეს სპორტის სამინისტროს შენობა ჯერ არ დაუტოვებია. დაახლოებით ერთი საათია, სამინისტროდან კურტანიძის გამოსაყვანად, პოლიცია კორდონს ამზადებს.

სპორტის სამინისტროს წინ მოჭიდავეები არიან შეკრებილები და კურტანიძეს ელოდებიან.