“ცალკე გადაცემაში გაჟღერებული ამბავი შესაძლოა, გამოძიებად არ ღირდეს”

“ცალკე გადაცემაში გაჟღერებული ამბავი შესაძლოა, გამოძიებად არ ღირდეს”

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ეკა კვესიტაძის გადაცემას გამოეხმაურა.

როგორც არჩილ გამზარდიამ “პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, “ცალკე გადაცემაში გაჟღერებული ამბავი შესაძლოა, გამოძიებად არ ღირდეს, მაგრამ თუ პროცესი რეზონანსული ხდება, მაშინ ამაზე მინიმუმ, სახელმწიფომ, როგორც სექტორმა სათანადო პასუხი უნდა გასცეს".

"მაქსიმუმ კი, ეს მეტი მსჯელობისა და შესაბამისი დასკვნის საგანი უნდა გახდეს. რაკი ასეთი ინფორმაცია არსებობს, ეს ხელისუფლების იმიჯზე მოქმედებს და მან სათანადო პასუხი უნდა გასცეს საიმისოდ, რომ თუ არ შეიქმნება საგამოძიებო პროცესი, მინიმუმ ეს ხელისუფლების იმიჯზე იმუშავებს, რადგან მისი ოპონენტები მოახერხებენ საზოგადოების შესაბამისი აზრის ფორმირებას”,-განაცხადა გამზარდიამ.