გარდაცვლილი პრემიერის საქმეზე ბრალდებული ექსპერტის ლევან ჩაჩუას წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა ნუსხა წარმოადგინა.
პროკურატურის მიერ ნუსხის წარმოდგენის შემდეგ, დაცვის მხარემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა და მოითხოვა, რომ „ჰაკიმ ფაშას“ სახლით „იუთუბიზე“ გავრცელებული ვიდეო, სადაც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრები ჩანს, ასევე ვიდეო, სადაც ექსპერტიზის მიმდინარეობაა ასახული, დაუშვებელ მტკიცებულებად იქნას ცნობილი, რადგან კანონდარღვევითაა მოპოვებული.
ასევე დაცვის მხარე ითხოვს, რომ დაუშვებელ მტკიცებულებად იქნას ცნობილი როსტიაშვილის საიდუმლო წერილი. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლეს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
პროცესს თავად ბრალდებული ლევან ჩაჩუაც ესწრება.
შეგახსენებთ, რომ ექსპერტ ლევან ჩაჩუას ბრალი სსკ 342-ე მუხლით ედება, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. მისი საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი.