ავლაბარში, გელათის ქუჩაზე წვიმის შედეგად სომხური ეკლესიის „სურბ-მინასის“ სახურავი ჩამოინგრა. ეკლესიას კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და ის ამჟამად არ ფუნქციონირებს.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეისწავლა ნაგებობის არსებული მდგომარეობა. გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში დაზიანებული სახურავის აღდგენა დაიწყება.
სომხური ეკლესია თბილისის ვიცე-მერმა ალექსანდრე მარგიშვილმა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტოს ხელმძღავნელმა ნიკოლოზ ანთიძემ დაათვალიერეს და არსებული ვითარებას ადგილზე გაეცნენ.