როგორც საქართველოს ხუთგზის ჩემპიონმა, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, ის პირადად შეხვდა კურტანიძეს და დათმობისკენ მოუწოდა, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღია.
თედიაშვილის განცხადებით, უნდა ჩატარდეს არჩევნები, კურტანიძემ კი მოჭიდავეებს ბოდიში უნდა მოუხადოს.
„მე ვუთხარი მას, რომ მე მის ადგილას გადავდგებოდი. განა რა იშოვება ფედერაციაში ასეთი, რომ ამად ღირს. არავის უნდიხარ და თავი შეაჯავრე. უნდა ჩატარდეს არჩევნები და აირჩეს ის პიროვნება, ვინც მოჭიდავეებს უნდათ და მან კი, პირველ რიგში, ბოდიში უნდა მოუხადოს სპორტსმენებს. მისგან პასუხი არ მომისმენია. ის ჯერ კიდევ ფიქრობს, დარჩეს თუ არა თანამდებობაზე“, - განაცხადა თედიაშვილმა.