„ვიდრე ფიზიკური დაპირისპირება და მსხვერპლი იქნება, ეს კაცი თანამდებობიდან გადააყენონ“

„ვიდრე ფიზიკური დაპირისპირება და მსხვერპლი იქნება, ეს კაცი თანამდებობიდან გადააყენონ“

როგორც მოჭიდავე რამაზ ნოზაძე აცხადებს, მათ სპორტის სამინისტროში მიმდინარე პრეზიდიუმის სხდომაზე ლუკა კურტანიძის გადაყენების საკითხი დააყენეს.

როგორც კურტანიძე აცხადებს, ისინი დაელოდებიან პრეზიდიუმის გადაწყვეტილებას და სამომავლო გეგმებს მას შემდეგ დასახავენ.

„უნდა გადადგეს ეს კაცი. უნდა მოვიდეს ისეთი ადამიანი, ვინც უკეთ გაუძღვება ამ საქმეს. პრეზიდიუმის სხდომაზე მისი გადაყენება მოვითხოვეთ. თუ არ გადააყენებენ, არ ვიცით რა მოხდება. სანამ ფიზიკური დაპირისპირება და მსხვერპლი იქნება, გადააყენონ“, - განაცხადა ნოზაძემ.

სპორტის სამინისტროსთან შეკრებილნი არიან მოჭიდავეები, რომლებიც პრეზიდიუმის სხდომის დასრულებას ელოდებიან.