ქალაქში ისმის ძლიერი აფეთქებებისა და სროლების ხმა. რამდენიმე ქუჩაზე დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, დაზიანებული გაზსადენები და წყალგაყვანილობა, რის გამოც, ქალაქის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება.
ადგილობრივების ინფორმაციით, აეროპორტზე შტურმი ღამის განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდა, დილიდან კი განახლდა. "ბოევიკები" აეროპორტის მიმართულებით "გრადიდან" ისვრიან.
დონეცკსა და ლუგანსკში საბრძოლო მოქმედებების შედეგად მიყენებული ზარალი უკვე 440 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.