სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრში ტრენინგის მეორე ეტაპს იწყებს

სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრში ტრენინგის მეორე ეტაპს იწყებს

22 სექტემბრიდან სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრი სპეციალური საშუალებების გამოყენებაში უფლებამოსილი პირების ტრენინგის მეორე ეტაპს იწყებს.

სასწავლო ცენტრი სპეციალური საშუალებების გამოყენების ტექნიკას უფლებამოსილ პირებს პოლონელი ექსპერტების დახმარებით შეასწავლის. ტრენერთა ტრენინგი, რომელსაც კალიშეს სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრის ტრენერები გაუძღვებიან, 22-დან 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში ტრენინგის მონაწილეები პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას მიიღებენ სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციფიკის შესახებ. სპეციალური საშუალებების შესახებ კანონისა და კანონქვემდებარე აქტის ამოქმედება მიზნად ისახავს სასჯელაღსრულების სისტემაში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას და წესრიგის ეფექტიანად დაცვას.

ტრენინგის მიმდინარეობას 22 სექტემბერს, 10 საათზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ბესო დევდარიანი, საქართველოში პოლონეთის ელჩთან ერთად გაეცნობა.  სასწავლო ცენტრი მედიას სპეციალური საშუალებების გამოყენების რამდენიმე იმიტირებულ სცენარს წარუდგენს.