მოსკოვში უკრაინის მხარდამჭერი ანტისაომარი მარში იწყება

მოსკოვში უკრაინის მხარდამჭერი ანტისაომარი მარში იწყება

მოსკოვში უკრაინის მხარდამჭერი ანტისაომარი მარში იწყება. აქციის ორგანიზატორები მოსკოვის ქუჩებში 50 000 ადამიანის გამოსვლას ვარაუდობენ. 

აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით პოლიციელი მოსკოვის ცენტრალურ მეტროს სადგურებთან პატრულირებს.
აქციის მონაწილეები იკრიბებიან პუშკინის მოედანზე, რომელიც ასევე სამართალდამცველების მიერ არის შემოსაზღვრული. რუსული მედიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობის მისაღებად უკვე მივიდა რამდენიმე ასეული ადამიანი, პლაკატებითა და ტანსაცმელზე დამაგრებული უკრაინის ფერებში გადაწყვეტილი ლენტებით.

აქციის ორგანიზატორების მიერ 50 000-იანი მარშის მოწყობა მოსკოვის მერიასთან შეთანხმებულია.