პოლიტიკურ გაერთიანება "ეროვნულ ფორუმს" თავმჯდომარე არ ეყოლება. პარტიის მმართველობითი ორგანო პოლიტსაბჭო იქნება.
პარტიის ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებით, წესდებაში სათანადო ცვლილებები აისახა. პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 13 კაცამდე გაიზარდა. პოლიტსაბჭოს წევრებს შორის არიან "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი კახა შარტავა, საპარლამენტო ფრაქცია "ეროვნული ფორუმის" ექვსივე წევრი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ავთანდილ დავითაძე, რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ჩიკვაიძე და პარტიის სხვა წარმომადგენლები.
"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ გუბაზ სანიკიძის ცნობით, პარტიის განახლებული პოლიტსაბჭო უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებებს პარტიის ახალი აღმასრულებელი პირების დანიშვნის შესახებ.
"ეროვნული ფორუმის" რიგით მეოთხე ყრილობა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჟურნალისტებისათვის დახურულ ფორმატში ჩატარდა.