ვაკელების აქცია მრგვალ ბაღში

ვაკელების აქცია მრგვალ ბაღში

თენგიზ ერისთავის ოჯახის წევრები და მეგობრები მრგვალ ბაღში საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ერისთავის დაკავების ფაქტს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ის უკანონოდ არის დაკავებული. აქციაზე სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინაც იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ ერისთავი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვისთვის იქნა დაკავებული . თენგო ერისთავის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ არ იცის, რას აკეთებს პოლიცია. ოჯახის წევრთა განცხადებით, ოჯახი და ახლობლები ყველა ხერხს მიმართავენ, რომ დაკავებულის უდანაშაულობა დაამტკიცონ.