ჩაქვის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მგზავრმა ტარიელ ცეცხლაძემ განუცხადა, გვირაბთან სავალ ნაწილზე მეწყერია ჩამოწოლილი, თუმცა გადაადგილება არც ერთი მიმართულებით შეფერხებული არ ყოფილა.
"ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბთან გზის სავალ ნაწილზე მეწყერია ჩამოწოლილი. ადგილზე იყო საპატრულო პოლიცია და აკონტროლებდა სიტუაციას. გზაზე შეფერხება ან საცობი არ ყოფილა. როგორც ვნახე, გაწმენდითი სამუშაოებიც იწყებოდა", - აღნიშნა ტარიელ ცეცხლაძემ.
ბათუმში მეორე დღეა წვიმს. უხვმა ნალექმა აჭარის რეგიონში პრობლემები შექმნა.