შიხიაშვილი ბაბუშერას აეროდრომზე აფეთქებული თვითმფინავიდან გადარჩენილ ომის ვეტერანებს შეხვდა

შიხიაშვილი ბაბუშერას აეროდრომზე აფეთქებული თვითმფინავიდან გადარჩენილ ომის ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლების დროს 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროდრომზე აფეთქებული თვითმფინავიდან გადარჩენილ ომის ვეტერანებს შეხვდა და საჩუქრები გადასცა.

თვითმფრინავში, აფეთქებისას დაღუპული მეომრების მოსაგონებლად კი ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ხვალ დიღმის ძმათა სასაფლაოზე მათ საფლავებს გვირგვინით შეამკობს.

თვითმფრინავში დაახლოებით 200 მგზავრი იყო, საიდანაც მხოლოდ რვა გადარჩა. მათ შორის ერთი ქალბატონია. რაც შეეხება თვითმფრინავის ეკიპაჟის ექვს წევრს, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.