პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთის დიდ კულტურას და ისტორიას, მის თანამედროვეობას საქართველოში პატივს მიაგებენ.
"მის აღმატებულებას, სომხეთის პრეზიდენტს ბატონ სერჟ სარქისიანს, თქვენო აღმატებულებავ,
პირადად ჩემი და საქართველოს მოქალაქეთა სახელით გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - სომხეთის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს და ვუერთდები სომეხი ხალხის დღევანდელ ზეიმს.
ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა ათასწლეულებით იზომება. საქართველოში პატივს მიაგებენ თქვენი ქვეყნის დიდ კულტურასა და ისტორიას, მის თანამედროვეობას. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობისა და მეგობრობის მაგალითია, არამედ - მნიშვნელოვანი წინაპირობა რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის.
მსურს დაგარწმუნოთ, რომ მზად ვარ დაუღალავად ვიშრომო ამ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის.
გთხოვთ, გადასცეთ ჩემი და საქართველოს მოქალაქეთა საუკეთესო სურვილები მოძმე სომეხ ხალხს.
პატივისცემით, გიორგი მარგველაშვილი", - აღნიშნულია მილოცვაში.