ზაქარია ქუცნაშვილმა და არჩილ გეგეშიძემ უკრაინის მხარდამჭერ აქციაში მიიღეს მონაწილეობა

ზაქარია ქუცნაშვილმა და არჩილ გეგეშიძემ უკრაინის მხარდამჭერ აქციაში მიიღეს მონაწილეობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა და აშშ-ში საქართველოს ელჩმა არჩილ გეგეშიძემ თეთრი სახლის წინ გამართულ უკრაინის მხარდამჭერ აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

აქცია თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტების – ბარაქ ობამასა და პეტრო პოროშენკოს შეხვედრის პარალელურად გაიმართა.

უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად აქციას საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ გეგეშიძე შეურთდნენ.