ორდღიანი გადაუღებელი წვიმების გამო დატბორილია ქალაქის თითქმის ყველა ნაწილი. შეზღუდულია ავტომობილების და ფეხითმოსიარულეთა გადაადგილება, რის გამოც ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის განცხადებით, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. შტაბთან ერთად მობილიზებულია შესაბამისი სამსახურების სპეციალური ტექნიკა, რომელიც ზღვაში გამავალი სანიაღვრე არხების გაწმენდას ცდილობს.
ერმაკოვის განცხადებით, ამ ეტაპზე სტიქიით გამოწვეული ოდენობა უცნობია და მასზე სპეციალური კომისია მუშაობს.