"დიდი ოცეულის" ქვეყნები სამიტში რუსეთის მონაწილეობის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ

"დიდი ოცეულის" ქვეყნები სამიტში რუსეთის მონაწილეობის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

სააგენტო "ინტერფაქსის" ინფორმაციით, ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯულია ბიშოპმა განაცხადა, რომ "დიდი ოცეულის" ქეყნების წარმომადგენლებს ამ მომენტისთვის არ აქვთ ჩამოყალიბებული მოსაზრება, უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა რუსეთის პრეზიდენტმა G20-ის სამიტში, რომელიც ავსტრალიაში, ქალაქ ბრისბენში გაიმართება.

"ავსტრალია მასპინძელი ქვეყანაა, თუმცა ჩვენ არ გვაქვს უფლება, უკან გამოვითხოვოთ მოწვევა, რომელიც უკვე დაგზავნილია. ამისთვის საჭიროა კონსენსუსი "დიდი ოცეულის" ქვეყნებს შორის, ასეთი კონსენსუსი კი არ არის", - განაცხადა ბიშოპმა.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალია იყო ის ქვეყანა, რომელმაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მონაწილეობა "დიდი ოცეულის" სამიტში ეჭვქვეშ დააყენა. სამიტი ბრისბენში 15-16 ნოემბერს გაიმართება.