ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთის დერეფნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ოფიციალური ცერემონია სანგაჩლის ტერმინალზე გაიმართა და მას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და დელეგაციების პირველი პირები დაესწრნენ.
„შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის“ ფარგლებში გათვალისწინებულია სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება, რის შედეგადაც თურქეთის მიმართულებით წლიურად დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება განხორციელდება.
„იწყება 21-ე საუკუნის პროექტი, რასაც ჰქვია შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის განხორციელება. ეს არის 45-მილიარდიანი პროექტი, აქედან 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება საქართველოში, რაც გამოიწვევს ათასობით სამუშაო ადგილის გაჩენას“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
სამხრეთის ნაკადის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ღონისძიებაზე დამსწრე დელეგაციების ხელმძღვანელებს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.