ნათია აბრამიამ და ირაკლი იმნაიშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვეს

ნათია აბრამიამ და ირაკლი იმნაიშვილმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვეს

ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნათია აბრამიამ და რეორგანიზაციის პროცესის მმართველმა ირაკლი იმნაიშვილმა ტელეკომპანია დატოვეს.

აბრამიამ და იმნაიშვილმა თათბირზე, რომელიც მათ წასვლამდე ჟურნალისტებს ჩაუტარეს, განაცხადეს, რომ რეორგანიზაციის პროცესი წარმატებით წარიმართა და იმ შედეგი რასაც ისინი 8 თვეში ელოდნენ 4 თვეში მიიღეს. არსებული ინფრომაციით ნათია აბრამია და ირაკლი იმნაიშვილი კვლავ ლონდონში BBC-ზე ბრუნდებიან. ისინი ტელეკომპანია "იმედს" რეორგანიზაციის მეორე ეტაპზე დაუბრუნდებიან.