საქართველოში აშშ-ის არმიის მდივანი ჩამოვიდა

საქართველოში აშშ-ის არმიის მდივანი ჩამოვიდა

საქართველოს აშშ-ის არმიის მდივანი ჯონ მაკჰიუსი ეწვია. ჯონ მაკჰიუსის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ საელჩო ავრცელებს. ჯონ მაკჰიუსს თბილისის აეროპორტში საქართველოს თვადაცვის მინისტრის მოადგილე დავით დარჩიშვილი დახვდა.

საელჩოს ინფორმაციით, არმიის მდივანი ჯონ მაკჰიუ ვიზიტის ფარგლებში ეწვევა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას გორში და შეხვდება თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას.

მხარეები განიხილავენ საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, საფრთხეებს, რომელიც "ისლამურ სახელმწიფოს" (ISIL) უკავშირდება და საქართველოს ნატოში სწრაფვისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერას.