აჭარაში 4 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი

აჭარაში 4 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი

აჭარის სანაპიროებზე 4 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი. როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მამუკა თურმანიძემ "ინტერპრესნიუსს" აცნობა, სანაპიროებზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ნიშნავს იმას, რომ მცურავი საშუალებებისა და დამსვენებლებისთვის ზღვაში შესვლა აკრძალულია.

ბათუმში ამჟამად გადაუღებლად წვიმს.

მამუკა თურმანიძის განმარტებით, ქობულეთი-ბათუმის ცენტრალური გზის ჩაქვის მონაკვეთზე ამ დროისთვის მოძარობა შეფერხებულია. მისივე თქმით, ძლიერი წვიმის გამო, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება უჭირთ. ადგილზე მუშაობენ როგოც ქობულეთის, ასევე ბათუმის სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

გარდა ამისა, ძლიერი წვიმის გამო, ხელვაჩაურში ე.წ. 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე დაიტბორა რამდენიმე სახლი.