რუსეთმა უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენა

რუსეთმა უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენა

რუსეთმა უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენა - უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინელი ჟურნალისტი , რომან ბოჩკალა "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს, რომ ეს ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ვალერი გელეტეიმ დაადასტურა, როდესაც უკრაინის დელეგაცია პოლონეთიდან დაბრუნდა.

მისივე ინფორმაციით, რუსეთის შეირაღებულმა ძალებმა თვითმავალი ნაღმტყორცნიდან "2C4 ტულპანი" ორი დარტყმა მიაყენეს ლუგანსკის აეროპორტს და სწორედ ამ მიზეზით დატოვეს უკრაინელმა სამხედროებმა აღნიშნული ტერიტორია.

"დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მთლიანად დაანგრია შენობა მეხუთე სართულიდან სარდაფამდე", - ციტირებს ჟურნალისტი უკრაინის თავდაცვის მინისტრს.

როგორც ჟურნალისტი წერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, არსებობს იმის საშიშროება, რომ მსგავსი დარტყმები რუსეთმა დონეცკის აეროპორტშიც განახორციელოს.