ალასკასთან ახლოს რუსული ბომბდამშენები დააფიქსირეს

ალასკასთან ახლოს რუსული ბომბდამშენები დააფიქსირეს

ალასკასთან ახლოს რუსული გამანადგურებლები და ბომბდამშენები დააფიქსირეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, ოთხშაბათს ალასკას ტერიტორიაზე, აშშ-ის საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონაში ექვსი რუსული გამანადგურებელი შევიდა, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე არ შესულან. 

"ბიბისის" ცნობით, რუსულ თვითმფრინავებს შორის იყო ორი "მიგ 31". 

პენტაგონის წარმომადგენის თქმით, მას შემდეგ რაც რუსული გამანადგურებლები დაფიქსირდნენ, ჰაერში ამერიკისა და კანადის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლები ავიდნენ. 
"ბიბისი" ასევე ავრცელებს ინფორმაციას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით, რომელმაც განაცხადა, რომ ოთხშაბათს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.