ერიკ რუბინი - თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხზე საქართველოს მთავრობასთან პოზიტიურ დიალოგს ვაწარმოებთ

ერიკ რუბინი - თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხზე საქართველოს მთავრობასთან პოზიტიურ დიალოგს ვაწარმოებთ

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხზე საქართველოს მთავრობასთან ძალიან პოზიტიურ, კონსტრუქტიულ და მე ვიტყოდი, პროდუქტიულ დიალოგს ვაწარმოებთ, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინმა "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. რუბინის თქმით, საქართველო წარმატებით აგრძელებს დასახული ამოცანების შესრულებას.

"ამ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან ძალიან პოზიტიურ, კონსტრუქტიულ და მე ვიტყოდი, პროდუქტიულ დიალოგს ვაწარმოებთ. ნატო-ს უელსის სამიტზე ბევრი სასარგებლო დისკუსია გვქონდა. საქართველოს ლიდერებთან დისკუსიას მომავალ კვირას, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის გახსნისას გავაგრძელებთ. მოგეხსენებათ, საქართველომ, როგორც ნატოს აქტიურმა პარტნიორმა, ფასდაუდებელი როლი ითამაშა ნატო-ს ძალების მხარდამხარ. საქართველო პარტნიორია თავდაცვის რეფორმის, რესტრუქტურიზაციისა და მოდერნიზაციის საკითხებშიც. საქართველო ძალიან წარმატებით აგრძელებს დასახული ამოცანების შესრულებას. ამას გარდა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენ ორმხრივი დღის წესრიგიც გაგვაჩნია. ვიმედოვნებთ, მომდევნო თვეებში, თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით გაფართოვდება", - განაცხადა რუბინმა.