ვლადიმირ პუტინი ვარშავაში, ვილნიუსსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში ჯარების შეყვანით იმუქრება. ამის შესახებ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანულ Süddeutsche Zeitung-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზუს 12 სექტემბერს, კიევში ვიზიტისას განუცხადა. „რომ მოვინდომო, ორ დღეში ჯარს არა მხოლოდ კიევში, არამედ რიგაში, ვილნიუსში, ტალინში, ვარშავასა და ბუქარესტში შევიყვან", - განუცხადა პუტინმა პოროშენკოს. პუტინმა უკრაინელ კოლეგას ურჩია „ევროკავშირის დიდი იმედი არ ჰქონდეს", რადგან, სურვილის შემთხვევაში, მას ევროპული საბჭოს დონეზე გადაწყვეტილებების დაბლოკვა შეუძლია – აღნიშნავს გერმანული გამოცემა.
319
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85