ბატონი ბიძინასგან გაცხადდა, რომ საჭიროა ჩემთან ამ ფორმით ურთიერთობა

ბატონი ბიძინასგან გაცხადდა, რომ საჭიროა ჩემთან ამ ფორმით ურთიერთობა

ბატონი ბიძინასგან გაცხადდა, რომ საჭიროა ჩემთან ამ ფორმით ურთიერთობა, რაც ვიღაცამ უფრო ნიჭიერად შეასრულა, ვიღაცამ უფრო ნაკლებად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რითაც ბოლო დღეების განმავლობაში მისი მისამართით ცალკეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მარგველაშვილის განმარტებით, არავისთან არანაირ ალიანსში და მით უმეტეს, "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ არის.

"სიტუაცია მარტივია – მე არანაირ ალიანსში არ ვარ. თუ ვინმე არასდროს არ შესულა ალიანსში "ნაციონალურ მოძრაობასთან, ეს ვარ სწორედ მე. არ ვიცი რა ინფორმაცია აქვთ. რაღა საჭირო იყო შეხმიანება? მე ხომ ტელევიზორში ვისმენდი არაერთ კონსპირაციულ თეორიას იმის თაობაზე, როგორ არასწორად ვიქცევი... ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, პირველი რეაქცია იყო ის, რომ გავბრაზდი, მერე ვიფიქრე, რომ ჩემი სწორი რეაქცია იქნებოდა, თუ ამას გადავაბიჯებდი – არაუშავსთქო. გაცხადებული იყო ბატონი ბიძინასგან, რომ საჭიროა ამ ფორმით ჩემთან ურთიერთობა, ვიღაცამ უფრო ნიჭიერად შეასრულა, ვიღაცამ უფრო ნაკლებად, ვიღაცამ საერთოდ თავი შეიკავა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ეს ეტაპი გადავლახეთ უკვე, დამთავრდა", - განაცხადა მარგველაშვილმა.