ნიკოლა სარკოზი პოლიტიკაში ბრუნდება

ნიკოლა სარკოზი პოლიტიკაში ბრუნდება

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პოლიტიკაში ბრუნდება.

სააგენტო "როიტერის" ცნობით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერობასა და 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, სარკოზიმ Facebook-ში საკუთარ გვერდზე განათავსა.

"მე ვარ ჩემი პოლიტიკური ოჯახის საპრეზიდენტი კანდიდატი", - წერს ნიკოლა სარკოზი.

სარკოზის ამ განცხადებით დასრულდა რამდენიმეთვიანი სპეკულაცია იმის შესახებ, დაბრუნდებოდა თუ არა პოლიტიკაში 59 წლის, კონსერვატორი ნიკოლა სარკოზი სოაციალისტ ფრანსუა ოლანდთან 2012 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ.