“ქონება, რომელიც ივანიშვილმა წაიღო, კლასიკური ნიმუშია, თუ რას ნიშნავს არაკორუმპირებული პრეზიდენტი”

“ქონება, რომელიც ივანიშვილმა წაიღო, კლასიკური ნიმუშია, თუ რას ნიშნავს არაკორუმპირებული პრეზიდენტი”

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის მიერ მისი ქონების დაყადაღებას გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, ხელისუფლებამ არამხოლოდ მისი ქონება, არამედ მთელი საქართველო დააყადაღა.

“ქონება, რომელიც ივანიშვილმა დღეს თუ ამ დღეებში წაიღო, კლასიკური ნიმუშია იმასა, თუ რას ნიშნავს არაკორუმპირებული პრეზიდენტი, რას ნიშნავს სახელმწიფო მოხელე, რომელიც არ იპარავს, პოლიტიკოსი, რომელიც ფულს ახმარს ხალხს და არაფერს არ ახმარს საკუთარ თავს და ოჯახს. მაჩვენეთ ერთი პრეზიდენტი მთელ მსოფლიოში, რომელიც 9 წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა და იმაზე პატარა სახლი აქვს, ვიდრე ჩემი სახლი და ქონებაა, რომელიც 9 წლის განმავლობაში შევქმენი” ,– განაცხადა სააკაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში ჩართვისას.

ექსპრეზიდენტმა შედარებისთვის ივანიშვილის ბიზნეს ცენტრის სურათი გამოიყენა და განაცხადა, რომ ის 1990-იან წლებში ნაძარცვი ფულითაა აშენებული, მისი სახლი კი, რომელიც ყვარელში მდებარეობს, პატიოსანი შრომით.

“წყალსაც წაუღია ეს ქონება. ჩემი ქონება კი არა საქართველო დააყადაღეს, საქართველოში გააჩერეს, საქართველოში ხდება განუკითხაობა, დეგენერატიზმი და მარაზმია ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში” – განაცხადა სააკაშვილმა.