“ძალიანაც კარგი, თუ დაუყადაღეს”

“ძალიანაც კარგი, თუ დაუყადაღეს”

ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტის ქონების დაყადაღების საკითხს. პრემიერმა მიხეილ სააკაშვილს წარსულის ექსპონატი უწოდა.

“მიხეილ სააკაშვილი წარსულის ექსპონატია. მე არ მინდა მასზე ვისაუბრო. ძალიანაც კარგი, თუ დაუყადაღეს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღებულია. ქონების ზუსტი ჩამონათვალი საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა