ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მწარმოებლების ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობაში გადამწყვეტია, რადგან სახელმწიფო მარტო ვერაფერს შეძლებს.
"ის პირობები, რომელიც შექმნა სახელმწიფომ არის უნიკალური. ჩვენ რეალურად 1 ლარად ვაძლევთ სახელმწიფო ქონებას, იმისთვის, რომ ქართველმა მწარმოებლებმა აიღონ ბანკიდან სესხი და ორი წლის გამმავლობაში ვუფინანსებთ 10 პროცენტის ოდენობით სესხს. მათ ყველა პირობა აქვთ, რომ აწარმოონ ქართული ბიზნესი. მათი ჩართულობა ქვეყნის აღმშენებლობაში არის გადამწყვეტი, რადგან სახელმწიფო მარტო ვერაფერს შეძლებს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბნის სასათბურე მეურნეობის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ.