“თუ ჩემს შვილს ეხება, დედა და ბებია რა შუაშია, გაუგებარია”

“თუ ჩემს შვილს ეხება, დედა და ბებია რა შუაშია, გაუგებარია”

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, ქონების დაყადაღების შესახებ პროკურატურიდან მისთვის არავის უცნობებია.

“მე პირადად არავინ დამკავშირებია. დღეს გავიგე, ოღონდ არა პროკურატურიდან. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ძალიან გაკვირვებული ვარ. მიმაჩნია, რომ ეს გაუგებრობა და სრული აბსურდია. მემგონი საერთოდ მრუდე სარკეების სამეფოში ვცხოვრობთ. რაღაცა ჩამონათვალი იყო. თუმცა ზუსტად არ მახსოვს, მოხსენიებული იყო მანქანა. რომლითაც მე ვსარგებლობ, ასევე ბებიის ქონება. დედა და ბებია რა შუაშია, თუ ჩემს შვილს ეხება, ესეც გაუგებარია”, - განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღებულია. ქონების ზუსტი ჩამონათვალი საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა