საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს "წარსულის ექსპონატი" უწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის ქონების დაყადაღების თაობაზე ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცახდა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი "წარსულის ექსპონატია" და არ სურს მასზე ილაპარაკოს.
"მიხეილ სააკაშვილი არის წარსულის ექსპონატი და მე არ მინდა მასზე ვილაპარაკო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილზე შეკითხვა ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა გარდაბანში დაუსვეს, სადაც სასათბურე მეურნეობის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო.