პოლონეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ აპირებს

პოლონეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ აპირებს

პოლონეთის ახალი პრემიერმინისტრის ევა კოპაჩის განცხადებით, პოლონეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ აპირებს. "ლიგა.ნეტ" ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

"მივიჩნევ, რომ არ უნდა ვიქცეთ ამ შეიარაღებული კონფლიქტის აქტიურ მონაწილედ. პოლონეთი ჭკვიანი ქალივით უნდა მოიქცეს: მთავარია ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახლები და ჩვენი შვილები. ეს არ ნიშნავს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღმა დავრჩებით. პირიქით, თუკი დიდი ევროპული ოჯახი გადაწყვეტს უკრაინის დახმარებას, აუცილებლად მივიღებთ მასში მონაწილეობას", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ადგილობრივმა მედიამ კოპაჩის ეს განცხადება უკვე შეაფასა უკრაინასთან დაკავშირებით მის პირველ წარუმატებელ განცხადებად პრემიერის პოსტზე დანიშვნის შემდეგ.