“დაყადაღების მიზეზი არ ვიცი, ალბათ, იყო ამის საფუძველი”

“დაყადაღების მიზეზი არ ვიცი, ალბათ, იყო ამის საფუძველი”

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

“არ ვიცი, ალბათ, ჰქონდათ ამის მიზეზი. ნებისმიერი ადამიანი კანონის წინაშე თანასწორია, არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობა უკავია ან ეკავა. დეტალები არ ვიცი, რატომ მოხდა დაყადაღება, ალბათ, იყო ამის საფუძველი”, - განაცხადა სერგეენკომ. მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაყადაღებულია. “დაყადაღებულია არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ნაკვეთი ყვარელში 2 ჰექტარზე ნაკლები ფართობით, არამედ დაყადაღებულია მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული ქონება. ასევე სახლი ბარნოვზე მანსარდით, ასევე სააკაშვილის ბებიის ნაკვეთი ოზურგეთში, სოფელ ნატანებში 500 კვადრატული მეტრი. გარდა ამისა, დაყადაღებულია სააკაშვილის ბებიის მანქანა 2004 წელს გამოშვებული “ტოიოტა რავ 4”, ასევე სააკაშვილის 1997 წელს გამოშვებული “ჰონდა აკორდი”, გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარის ფართობის ნაკვეთი ყვარელსი და ა.შ. ანუ აბსოლუტურად ყველაფერი დააყადაღეს და განჩინებაში კი არ ჩაწერეს, თუ რა საფუძვლით, რა არგუმენტაციით იქნა დაყადაღებული”, - განაცხადა ადვოკატმა ოთო კახიძემ.