მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაყადაღებულია

მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაყადაღებულია

როგორც “პირWელს” ადვოკატმა ოთარ კახიძემ განუცხადა, განჩინებაში არ არის დასაბუთებული, თუ მიზნითა და საფუძვლით მოხდა ქონების დაყადაღება.

“გამიჭირდება დაყადაღების საფუძვლის თქმა გამიჭირდება, რადგან ამას არავითარი კავშირი წაყენებულ ბრალდებასა და ქონებას შორის არ არის, არც განჩინებაში წერია რამე, არც პროკურორის შუამდგომლობაში, ამიტომ ფიზიკურად არ შემიძლია გითხრათ, თუ რა არის საფუძველი”, - განაცხადა კახიძემ.

მისივე თქმით, პირველი განჩინება აგვისტოს ბოლოს, ხოლო მე-2 განჩინება კი სააპელაციო სასამართლომ 4 სექტემბერს გამოიტანა.

“დაყადაღებულია არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ნაკვეთი ყვარელში 2 ჰექტარზე ნაკლები ფართობით, არამედ დაყადაღებულია მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული ქონება. ასევე სახლი ბარნოვზე მანსარდით, ასევე სააკაშვილის ბებიის ნაკვეთი ოზურგეთში, სოფელ ნატანებში 500 კვადრატული მეტრი. გარდა ამისა, დაყადაღებულია სააკაშვილის ბებიის მანქანა 2004 წელს გამოშვებული “ტოიოტა რავ 4”, ასევე სააკაშვილის 1997 წელს გამოშვებული “ჰონდა აკორდი”, გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული 0.2 ჰექტარის ფართობის ნაკვეთი ყვარელსი და ა.შ. ანუ აბსოლუტურად ყველაფერი დააყადაღეს და განჩინებაში კი არ ჩაწერეს, თუ რა საფუძვლით, რა არგუმენტაციით იქნა დაყადაღებული”, - განაცხადა კახიძემ

ადვოკატის თქმით, აღნიშნული განჩინების გასაჩივრების სამართლებრივი გზა აღარ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ყოფილ პრეზიდნეტს მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.