თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აშშ-ის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსს მიიღებს.
ალასანიას თქმით, სენატის გადასაწყვეტია, მისცემს თუ არა საქართველოს მთავარი მოკავშირის სტატუსს ცალკე. მისივე თქმით, რეზოლუციაში ერთადაა დაჯგუფებული ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის კუთხით უფრო მყიფეები არიან.
“აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა დამოუკიდებელია. ჩვენ ბუნებრივია, გვინდა, რაც შეიძლება მეტი დახმარება აღმოუჩინონ უკრაინას და ეს ასეც იქნება, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული სამხედრო თანამშრომლობა ორმხრივ ფორმატში ვითარდება. ძალიან კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილება მიღებული იქნება და ამას დარწმუნებული ვარ, ორპარტიული მხარდაჭერა ექნება, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აშშ-სთან ორმხრივი თანამშრომლობა ამ ფორმატში ვითარდება და მას არანაირი დამატებითი გადაწყვეტილებები არ სჭირდება”, - განაცხადა ალასანიამ.