თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ეს განცხადება აშშ-ის მიერ საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების საკითხის კომენტირებისას გააკეთა.
ალასანიას თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოში ყოფნისას თავისი ქვეყნის გადაწყვეტილება გააჟღერა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საკუთარი მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობა მიეცემა.
“ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, მათ შორის, ერთ-ერთია ვერტმფრენების გადმოცემა-შესყიდვის საკითხი, რაც ჩვენ ძალიან გვჭირდება, რადგან ვავითარებთ მობილური, სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობის მქონე ჯარს. იქ არის სხვა საკითხები, რომელთა გადაწყვეტასაც უახლოეს პერიოდში ველოდებით. ვერტმფრენების გადმოცემა-შესყიდვა შესაბამისობაშია ჩვენი საჰაერო პარკის განახლება-განვითარებასთან”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.