ერთი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა დონეცკში გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დონეცკის მერიის ცნობით, წუხანდელმა ღამემ ქალაქში დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. მორიგი თავდასხმის შედეგად კუიბიშევის რაიონის მცხოვრებლები დაზარალდნენ. მათი ინფორმაციით, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის დონეცკში შედარებით სტაბილური ვითარებაა.