თბილისის მერი დავით ნარმანია მთავრობის სხდომას ესწრება. მთავრობის სხდომაზე შესვლამდე თბილისის მერს კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, დღის წესრიგის მიხედვით, დავით ნარმანია მთავრობას კონკრეტულ საკითხს წარუდგენს. ეს საკითხია: "ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შესყიდვის საშულებით განხორციელების შესახებ" მთავრობის განკარგულების პროექტი.
მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა 09:00 საათზე დაიწყო.