დათა ახალაია შესაძლოა, დღეს სკაიპით დაკითხონ

დათა ახალაია შესაძლოა, დღეს სკაიპით დაკითხონ

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს  შესაძლოა,  დათა ახალაია სკაიპით დაიკითხოს. მისი დაკითხვა ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე იგეგმება , სადაც დათა ახალაიას საკონტროლო გასროლით, განზრახ მკვლელობას ედავებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, დათა ახალაია დაცვის მხარის დასაკითხ მოწმეთა სიაშია.

"გვინდა, რომ დავკითხოთ დათა ახალაია, თუკი ამის ტექნიკური საშუალება იქნება დღეს, საქალაქო სასამართლოში. თუ დღეს ვერ მოხერხდება, მას შემდგომ პროცესზე დავკითხავთ", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

გარდა დათა ახალაიასი, დღეს დაცვის მხარის სხვა მოწმეების დაკითხვაც იგეგმება, მათ შორის გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ძმის.

სასამართლო პროცესი 11:00 საათზე დაიწყება.