ვაკეში მოკლული, ლაშა მახარაძის მეგობრის, თენგიზ ერისთავისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ბრალდებულის ახლობლები აპროტესტებენ. სასამართლო პროცესს ესწრებოდა ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძეც, რომელმაც მედიასთას შვილის გარდაცვალების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„სამართალი არ არის აღმდგარი ხალხნო, უდანაშაულო კაცი ციხეში გაუშვეს, ჩემი შვილის მკვლელს ხვალ გამოუშვებენ მგონი. ისე მიდის საქმე , უკვე ყველაფერია მოსალოდნელი ამ სახემწიფოსგან. ოქროპირიძე რომ ყავდათ დაჭერილი თვენახევრის წინ ვაკის პოლიციაში, ტელევიზიის გვერდით, რატომ გამოუშვეს? დაჭრაზე ყავდათ. კაცი გამოვიდა და „ბლატაობდა“ ეს არაკაცი, რომ მეო, იარაღზე “მწვანე” მაქვს, გამოვიდა და “მწვანედ”, ლამაზად მომიკლა შვილი, აი ასეთი ხალხის გვერდში დგას პოლიცია და ვინც არ არის დამნაშავე იმათ ტენიან ციხეში. ამას მგონი უკვე „ნაციონალებიც“ აღარ აკეთებდნენ და ისინი იყვნენ უკვე ჭკუაზე მოსულები“,- განაცხადა ლაშა მახარაძის დედამ.