ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების დასახმარებლად 116 მილიონი დოლარი გამოიყოფა აღჭურვილობისა და საზღვარზე კონტროლის დამყარებისა და მონიტორინგის საკითხის შესწავლის მიზნით, რაც ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას უკავშირდება. "ცენზორ.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება.
აღჭურვილობის სახით, ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს, უკრაინას ჯავშანჟილეტები, შლემები, ტრანსპორტი, ღამის ხედვის მოწყობილობები, სპეცტექნიკა, რაციები, საპატრულო ნავები, კარვები, რადარები გადასცეს.
გარდა ამისა, აშშ-ს ხელისუფლების ინციატივით, რიგი სამხედრო ექსპერტებისა და სპეციალისტებისა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უკრაინაში კონსულტაციებს გამართავენ, მათ შორის სამედიცინო დახმარების გაუმჯობესებისა და მედპერსონალის დაცვის მიზნით.