ივანიშვილის „დიდი შეცდომა“ – „ვლადიმერ პუტინს არ შეხვდა“

ივანიშვილის „დიდი შეცდომა“ – „ვლადიმერ პუტინს არ შეხვდა“

რუს და ქართველ ხალხთა ერთობის ფონდის პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი საქართველოს ხელისუფლებას რჩევას აძლევს და ბიძინა ივანიშვილის მთავრ შეცდომაზე საუბრობს. როგორც ხომერიკი ამბობს ივანიშვილი და პუტინი ერთმანეთს არ იცნობენ და ურთიერთობა არ ჰქონიათ, თუმცა მისი თქმით ივანიშვილის მთავარი შეცდომა ის არის, რომ ის პუტინს არ შეხვდა.

„გამორიცხულია ! ისინი ერთმანეთს არ იცნობენ და ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონიათ, ბატონი ბიძინა საქართველოს დიდი პატრიოტია, მაგრამ მე მას დიდ შეცდომად ვუთვლი იმას, რომ ვლადიმერ პუტინს არ შეხვდა. თუ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აღადგინა და ხელისუფლებები ერთმანეთს არ დაელაპარაკნენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის არანაირი პერსპექტივა არ არსებობს “- განუცხადა ვლადიმერ ხომერიკმა „ასავალ დასავალს“