ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებული მამაკაცი „რუსთავი 2-ს“ ჟურნალისტის ძმაა

ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებული მამაკაცი „რუსთავი 2-ს“ ჟურნალისტის ძმაა

17 სექტემბერს თბილისში ყაჩაღობის ფაქტი მოხდა.  ახალგაზრდა მამაკაცმა ორი ტაქსისტი დააყაჩაღა, ერთ-ერთს10 ლარი წაართვა, მეორეს კი 50.

„ექსკლუზივ ნიუსის“ ინფორმაციით,  ერთ-ერთი დაყაჩაღებული ტაქსის მძღოლის ახლობელი აცხადებს, რომახალგაზრდა მამაკაცმა ყელზე გადაჭრილი ბოთლი მიადო მძღოლს და თანხა გამოსძალა.

„რეპორტიორს“  ყაჩაღობის ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ მამაკაცი დაკავებულია.

საქმე 176-ე მუხლითაა აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ დაკავებული „რუსთავი 2“-ისჟურნალისტის მარიამ გაფრინდაშვილის ძმა გახლავთ.