ჩიორა თაქთაქიშვილი პრემიერის განცხადებას უსინდისობას უწოდებს

ჩიორა თაქთაქიშვილი პრემიერის განცხადებას უსინდისობას უწოდებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს.

უმცირესობის დეპუტატის თქმით, საქმის გამოძიება ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ თავზე აიღო, თუმცა როგორც ჩანს ფაქტებთან დაკავშირებით დღეს ბევრი კითხვები არსებობს.

"გასაოცარი უსინდისობაა მსგავსი კომენტარი იმ ადამიანისგან, რომელმაც თავის თავზე აიღო ამ საქმის გამოძიება, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა. დღეს როგორც იკვეთება, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულად ვინ იყვენ ,,ქართული ოცნებიდან" ამ შემზარავი დანშაულის ჩადენაში, თუ შემდგომ გამოყენებაში ჩარეული. აქედან გამომდინარე მთავარი პასუხსიმგებელი იმაზე, თუ რატომ არ არის გამოძიებული დღეს ეს ფაქტი, არის პირადად ირაკლი ღარიბაშვილი"-განცახადა თაქთაქიშვილმა ჟურნალისტებთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეზე კომენტარი დღეს გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ძალიან ცუდია, რომ "უზნეო ადამიანები, რომლებსაც წარსულში ბევრი კრიმინალი აქვთ ჩადენილი" , ბარბარე რაფალიანცის თემით სპეკულირებენ და ამაში ოჯახსაც რთავენ. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

"ეს შემთხვევა მოხდა " ნაციონალების" დროს, მათ ჰქონდათ 25 დღე გამოძიებისთვის. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, გამოძიება ჩიხში იყო შეყვანილი. როცა უნდა მოხდეს ცხელ კვალზე გასვლა, მაშინ არაფერი გააკეთეს. დღეს, ორი წლის შემდეგ, ამ უზნეო ადამიანების მიერ წამოწყებულ სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.