საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ მაქსიმალური ტემპერატურა 19-20 გრადუსი იქნება, ხოლო დასავლეთ საქართველოში 28-30 გრადუსი.
"20-21 სექტემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდები იქნება. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი, ტემპერატურა 24 გრადუსამდე დაიწევს", - განაცხადა გვზავამ.
რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში დღეს და ხვალ ღრუბლიანი ამინდი იქნება, ხოლო 20-21 სექტემბერს ტემპერატურა მცირედით მოიმატებს, თუმცა მოსალოდნელია მცირე წვიმა.