ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ძალიან ცუდია, რომ "უზნეო ადამიანები, რომლებსაც წარსულში ბევრი კრიმინალი აქვთ ჩადენილი", ამ თემით სპეკულირებენ და ამაში ოჯახსაც რთავენ.
"ეს შემთხვევა მოხდა "ნაციონალების" დროს, მათ ჰქონდათ 25 დღე გამოძიებისთვის. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, გამოძიება ჩიხში იყო შეყვანილი. როცა უნდა მოხდეს ცხელ კვალზე გასვლა, მაშინ არაფერი გააკეთეს. დღეს, ორი წლის შემდეგ, ამ უზნეო ადამიანების მიერ წამოწყებულ სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.