ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმოწერის გასაჯაროების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობები დარეგულირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ქვეყანაში არავითარი კრიზისი არ იქნება.
პრემიერი ასევე გამოეხმაურა აშშ-ის სენატში დღეს დაგეგმილ განხილვას და განაცხადა, რომ საქართველოს ნომერ პირველი და სტრატეგიული პარტნიორი ისედაც არის აშშ-ია და ამაში ახალი არაფერია.